MITARGMNE.GE გთავაზობთ სწრაფ, მოსახერხებელ და პროფესიონალურ მთარგმნელობით მომსახურებას

ინგლისური, რუსული ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით - ქართული ენიდან ინგლისურ, რუსულ ენებზე. თარგმნა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

ვებ-გვერდების თარგმნა

ვებ-გვერდის სწორედ და ადეკვატურად თარგმნისთვის, სათარგმნი ტექსტის დიფერენცირების შემდეგ ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ტექსტების მთარგმნელებისგან შემდგარი გუნდის გამოცდილების გამოყენება და ჩართვა თარგმნის პროცესში.

სამეცნიერო ნაშრომების თარგმანი

თარგმანის აბსოლიტური სიზუსტისა და სრულყოფილი სტრუქტურირებისათვის პირველ ეტაპზე ხდება არსებული ლიტერატურის შესწავლა, სპეციალური ტერმინოლოგიის შერჩევის შედეგად კი რეალიების გათვალისწინება და თარგმნა.

სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა

სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა ამ დარგის მიმართულებათა სიუხვიდან გამომდინარე მიმდინარეობს მრავალმხრივი მიდგომით. მიღებული თარგმანი კი მეტყველებს მიდგომის უპირეტესობასა და მთარგმნელთა პროფესიონალიზმზე.

ტექნიკური ლიტერატურის თარგმნა

ტექნიკური ლიტერატურის თარგმნისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თარგმნისთვის რელევანტური საშუალებების შერჩევას, რის შედეგადაც შესაძლებელია სრულყოფილი თარგმნა.

ლიტერატურული თარგმანი

სრულყოფილი ლიტერატურული თარგმანის მისაღებად თავდაპირველი ქმედებაა სათარგმნი ტექსტსის საფუძვლიან გააზრება. ამის შედეგად კი თარგმნა ხორციელდება მხატვრული ხერხების გამოყენებით.

ბიზნეს თარგმანი

ეკონომიკური, ფინანსური და ბიზნეს ტექსტების თარგმნა ხორციელდება შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით, ამ სფეროში გამოცდილი პროფესიონალი თარჯიმნების მიერ.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური თარგმანი

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტექსტების თარგმნისას ყურადღება ეთმობა სათარგმნი მასალის თითოეულ კომპონენტს, განსაკუთრებით კი ტექსტის იდიომატურ და ფრაზულ გამონათქვამებს.

იურიდიული დოკუმენტაციის თარგმანი

იურიდიული დოკუმენტაციის თარგმნის პროცესი სრულდება აუცილებელი სიზუსტისა და ტერმინოლოგიის გამოყენების საჭიროების შესაბამისად, რაც არსებული ტექსტის სრულყოფილი თარგმნის საფუძველს წარმოადგენს.