ჩვენ შესახებ

Mitargmne.ge

 

მთარგმნლობითი კომპანია mitargmne.ge წარმოადგენს  პროფესიონალ მთარგმნელთა ჯგუფს უმაღლესი განათლებითა და მთარგმნელობით სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალური მიდგომა და გრამატიკულად, აზრობრივად გამართული მასალის მიწოდება, როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ და ქართულ ენებზე. ჩვენ ვიძლევით თქვენი შეკვეთის დადგენილ დროში ხარისხიანად შესრულების გარანტიას,  ამასთანავე, გთავაზობთ საუკეთესო  ფიქსირებულ ფასს და ხარისხს ინგლისური/რუსული ენიდან ქართულ ენაზე თარგმნისას  და პირიქით- ქართული ენიდან ინგლისურ/რუსულ ენებზე  შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
 
  • საზოგადოებრივ-პოლიტიკური თარგმანი;
  • ბიზნეს თარგმანი;
  • იურიდიული დოკუმენტაციის თარგმნა;
  • სამეცნიერო ნაშრომების თარგმნა;
  • ტექნიკური ლიტერატურის თარგმნა;
  • სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა;
  • ლიტერატურული თარგმანი;
  • ვებ-გვერდების თარგმნა;
ჩვენი მომსახურების უპირატესობაა  დამკვეთისთვის მოსახერხებელი პირობები. მომსახურება მთლიანად ონლაინ ურთიერთობაზეა აგებული, რაც ჩვენი მომხმარებლების დროსა და ენერგიას მნიშვნელოვნად  ზოგავს. შეკვეთის ონლაინ ფორმის შევსების შემდეგ, დამკვეთი სარგებლობს ანგარიშსწორების როგორც ონლაინ, ასევე საბანკო გადარიცხვის გზით, თქვენი სურვილიდან გამომდინარე. მომსახურების მიღებისას ასევე ძირითადი ყურადღება ეთმობა მასალის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების გარანტიას.

 

 

თუ თარგმნა გინდა